2021 წლის საჩოგბურთო სეზონის მიწურულს ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება ეკო გორგოძე. ქართველმა ჩოგბურთელმა უკანსკნელი 2 კვირის განმავლობაში წყვილთა თანრიგის 2 ტურნირის მოგება შეძლო (მეწყვილე ირინა ბარა) და განახლებული რეიტინგით მსოფლიოს 69-ე ჩოგანია.
გორგოძე/ბარას დუეტმა ჯერ რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში მოიგო 250-იანთა კატეგორიის ტურნირი(ფინალში დაამარცხეს კრუნიჩი/პატინამა 4:6 6:1 11:9), ხოლო გუშინ 125-იანი Argentina Open-ის გამარჯვებულებიც გახდნენ (5:7, 7:5 10:4 მოუგეს კარლი/პაპამიჩაილის დუეტს).
ეკომ ARGENTINA OPEN-ის ერთეულთა თანრიგის ბადეშიც წარმატებით იასპარეზა, 2 წრე გაიარა და მხოლოდ 1/4 ფინალში დამარცხდა, რამაც გორგოძეს სარეიტინგო ქულები მოუტანა, რისი წყალობითაც 7 საფეხურით წაიწია წინ და 479 ქულით მსოფლიოს 154-ე ჩოგანია.
ამ მომენტისთვის ეკა გორგოძე საქართველოს პირველი ჩოგანია როგორც ერთეულთა ასევე წყვილთა თანრიგში.