30 წლის თავდამსხმელი ელგუჯა ლობჯანიძე ჩინეთში ითამაშებს. ამის შესახებ თავად დაწერა და ფოტოც გამოაქვეყნა.
ლობჟანიძე, რომელსაც 11 მატჩი საქართველოს ნაკრებშიც აქვს ჩატარებული, ჩინეთის კლუბ მიჟოუ ჰაკაში გააგრძელებს კარიერას. ეს კლუბი 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზე გავიდა.
გუნდს რამდენიმე ლეგიონერი ჰყავს, თუმცა ცნობილი არავინ. მწვრთნელი სერბი მილან რისტიჩია.
ელგუჯა ლობჯანიძემ კარიერა ვიტ ჯორჯიაში დაიწყო. ბოლოს ყაზახურ კიზილ-ჟარში თამაშობდა.