ელექტრიკოსი… ახლა კი ლივერპულს გოლი გაუტანა

ეს გახლავთ ვილიარეალის თავდამსხმელი ბულაიე დია, რომელმაც ლივერპულს პირველი გოლი გაუტანა. საუბარია ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალზე: ვილიარეალს სტუმრად 0:2 ჰქონდა წაგებული, შინ კი 2:0-ს იგებდა და მეორე ტაიმში იურგენ კლოპის გუნდმა კინო დაასრულა…

ჰოდა, დიამ პირველი გაიტანა. 25 წლისაა სენეგალელი და საინტერესოა, რომ 20 წლის ასაკში ელექტრიკოსად მუშაობდა. (Daily mail)

„ელექტრობა ძმამ მასწავლა. არ გამჭირვებია, მხოლოდ ეგაა, ზამთრობით ციოდა და თან ცოტა იყო სამუშაო. ამიტომაც ღამე მტვირთავად ვმუშაობდი“.

ელექტრიკოსად იყო, ზოგჯერ მტვირთავადაც და თან საფრანგეთის მეშვიდე დივიზიონშიც თამაშობდა. თან ისე კარგად თამაშობდა, რომ მეოთხე ლიგის კლუბ იურა სუდში აიყვანეს (გასინჯვის მერე). იქ 21 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 2018 წელს რეიმსმა გაუფორმა კონტრაქტი. იმ დროს უკვე 22 წლის იყო. რეიმსი, სადაც მანამდე ჯაბა კანკავა იყო… რეიმსი იმ დროს მთავარ ლიგაში თამაშობდა.

დია შარშან ზაფხულს იყიდა ვილიარეალმა. მერე კი სენეგალის ნაკრებში აფრიკის თასი მოიგო და პლუს, წლეულს მსოფლიო ჩემპიონატშიც ითამაშებს…

Leave a comment

Your email address will not be published.