ტოკიოს ოლიმპიადაზე გრძელდება თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირი. დღეს 97 კგ წონით კატეგორიაში, საჭიდაოდ ელიზბარ ოდიკაძე გამოვიდა.
ქართველი ფალავანი 1/8 ფინალიდან ჩაერთო და პირველი პერიოდი საკმაოდ მძიმედ ჩაატარა ირანელ მოჰამადჰოსეინ მოჰამადიანთან და 0:3 დათმო, თუმცა მეორე პერიოდიდან ელიზბარი გააქტიურდა – 6 უპასუხო ქულა აართვა მეტოქეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა.
მეოთხედფინალურ ეტაპზე ქართველი მოჭიდავის მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წევრ აბდულრაშიდ სადულაევი იყო.
სამწუხაროდ, რუსმა მეტოქემ ოდიკაძეს პირველი პერიოდი 4:0 მოუგო, მეორე პერიოდში სადულაევმა უმოკლეს დროში 6 უპასუხო ქულა აართვა ქართველს და ფინალურ გონგამდე 2:25 წუთით ადრე ვადამდელი გამარჯვება იზეიმა 10:0.
თუ აბდულრაშიდი ფინალში გავა (1/2 ფინალშ კუბელ პერესს ხვდება), ელიზბარი რეპეშაჯში გადაინაცვლებს და ბრინჯაოს მოპოვების შანსი ექნება.
მედლის მოსაპოვებლად ოდიკაძეს 2 ბრძოლა ექნება მოსაგები, პირველი მეტოქე უკვე ცნობილია -აზერბაიჯანელი შარიფ შარიფოვი. თუ ოდიკაძემ ეს ბარიერი გაიარა შემდეგი მოწინააღდეგე რაინერის სალას პერესი იქნება.