ელნენის კონტრაქტი გაუხანგრძლივა

არსენალმა ეგვიპტელ ნახევარმცველ მოჰამედ ელნენისთან კონტრაქტი გაახაგრძლივა – წერს კლუბის ოფიციალური საიტი. 30 წლის ფეხბურთელის ახალი  ხელშეკრულება 2023-2024 წლების სეზონის ბოლომდეა გათვლილი.

„2016 წლიდან ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ამ საოცარ კლუბს. სული და ერთიანობა, რომელიც ახლა ჩვენს გუნდში სუფევს, იმდენად დადებითია, რომ უბედნიერსი ვარ კონტრაქტის გახანგრძლივებით,“ – ციტირებს ელნენის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

Latest news about Mohamed Elneny (Arsenal FC) | BeSoccer

აღსანიშნავია, რომ  ელნენი გუნდის ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე დიდი ხანია თამაშობს. ის არსენალს 2016 წლის ზამთრის სატრანსფერო ფანჯარისას შუერთდა შვეიცარიული ბაზელიდან.

მას შემდეგ ეგვიპტელმა ლონდონურ კლუბში 155 მატჩი ჩაატარა, 6 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *