ემანუელ ჯინობილი „სან ანტონიოში“ ბრუნდება

OAKLAND, CA - FEBRUARY 10: Manu Ginobili #20 of the San Antonio Spurs looks on against the Golden State Warriors during an NBA basketball game at ORACLE Arena on February 10, 2018 in Oakland, California. NOTE TO USER: User expressly acknowledges and agrees that, by downloading and or using this photograph, User is consenting to the terms and conditions of the Getty Images License Agreement. (Photo by Thearon W. Henderson/Getty Images)

ნბა-ს კლუბ „სან ანტონიოს“ ლეგენდარული არგენტინელი კალათბურთელი ემანუელ ჯინობილი „სპურსში“ ბრუნდება – ინფორმაციას ავრცელებს ESPN-ის ინსაიდერი ადრიან ვოჟნაროვსკი.

ჯინობილი „სან ანტონიოს“ შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეების განვითარებაზე იზრუნებს, როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმაც.

null

შეგახსენებთ, რომ 44 წლის „მანუ“ ნბა-ს 4-გზის გამარჯვებულია „სან ანტონიოს“ რიგებში (2003, 2005, 2007, 2014 წლები), 2008 წელს კი ლიგის საუკეთესო მეექვსე მოთამაშის ტიტული მიიღო. ჯინობილიმ ნბა-ს ყველა ვარსკვლავთა მატჩში ორჯერ ითამაშა (2005, 2011 წლებში) და ასევე ორჯერ მოხვდა სეზონის სიმბოლურ, მესამე ხუთეულში (2008, 2011 წლები).

არგენტინელ კალათბურთელთან მოლაპარაკების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ „სპურსის“ მთავარი მწვრთნელი გრეგ პოპოვიჩი, გენერალური დირექტორი – არ სი ბუფორდი და გენერალური მენეჯერი ბრაიან რაიტი.

null

გაცნობებთ, რომ ემანუელ ჯინობილიმ საკალათბურთო კარიერა 2018 წელს დაასრულა და უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში „დასვენების რეჟიმში“ იყო გადასული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *