ემა რადუკანუ ახალ მწვრთნელს ეძებს

წარუმატებელი გამოდგა 2021 წლის ინდიან – უელსის მასტერსი ბრიტანელი ემა რადუკანუსთვის. US OPEN-ის მოქმედმა გამარჯვებულმა პირველივე მატჩი წააგო ალექსანდრა სასნოვიჩთნ 2:6 4:6 და ასპარეზობას გამოეთიშა.

ამერიკული მასტერსის დაწყების წინ ცნობილი გახდა, რომ 19 წლის ჩოგბურთელმა შეწყვიტა თანამშრომლობა მწვრთნელ ენდრიუ რიჩარდსონთან, იმ სპეციალისტთან რომელმაც მას ამერიკის ღია პირველობა მოაგებინა.

ინდიან უელსისთვის ემას ბრიტანელი ჯერემი ბეიტსი ამზადებდა, თუმცა „პროექტი“ ჩავარდა და რადუკანო პირველივე წრეში დამარცხდა მსოფლიო რეიტინგის მე-100 ჩოგანთან.

null

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ემამ განაცხადა რომ ისევ მწვრთნელის ძიებაშია.

„ძალიან მინდა რომ ვინმე გამოცდილი მწვრთნელი ვიპოვო და მასთან დავიწყო მუშაობა. თუ ამ მომენტში გამოცდილი საჩოგბურთო მწვრთნელები გვიყურებენ, მოვუწოდება მათ რომ დამიკავშირდნენ და შემომთავაზონ თანამშრომლობა. მათ კარგად იციან თუ როგორ მიპოვონ.

ნამდვილად არ ვიცი რატომ წავაგე, ცოტა არეული ვარ. არც იმაზე ვარ ჩამოყალიბებული მომავალში როგორ გავაგრძელებ ვარჯიშს, ვისთან ერთად. ჩემს გუნდთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში. არ ვხუმრობ, თუ ვინმემ იცით გამოცდილი მწვრთნელი, მომეცი მისი საკონტაქტო ინფორმაცია“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *