ემბიდის და მარეის 30+ რეკორდები

NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ტექსასური დერბი შედგა – „ჰიუსტონმა“ უხვქულიან შეხვედრაში 128:124 დაამარცხა „სან ანტონიო“. მიუხედავად მარცხისა ეს მატჩი ისტორიული გამოდგა „სპურსის“ გამთამაშებელ დეჟანტე მარეისთვის.

27 წლის კალათბურთელმა შეხვედრა 32 ქულით, 10 მოხსნით,11 შედეგიანი გადაცემით დაასრულა და უკანასკნელი 27 წლის განმავლობაში გახდა პირველი მოთამაშე „სან ანტონიოს“ რიგებში, რომელმაც სამმაგი დუბლი 30+ ქულით სეასრულა (2004 წელს დევიდ რობინსონი).

შეგახსენებთ, რომ მიურეიმ მიმდინარე სეზონში უკვე მეშვიდე ტრიპლ-დაბლი შეასრულა.

მოულოდნელად „ფილადელფიამ“ 7 მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა, დათმო რა შეხვედრა „შარლოტთან“ 98:109. მიუხედავად მარცხისა, მოედანზე მაინც გაიბრწყინა კამერუნელმა ცენტრმა – ჯოელ ემბიდმა. „ფილას“ ლიდერის ანგარიშზე 31 ქულა იყო.

ემბიდი ზედიზედ მერვე მატჩია 30+ ქულას აგროვებს და ამით მან კლუბის ფრენჩაიზ რეკორდი გაიმეორა (უილტ ჩემბერლენი, ალან აივერსონი).

„ფილადელფიას“ მომდევნო მატჩის ჩატარება „ბოსტონთან“ უწევს და ჯოელმა თუ იმ მატჩიც 30 ან მეტი ქულა აიღო, ასეთ შემთხვევაში იგი ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.

Leave a comment

Your email address will not be published.