თამაში თამაშად, გუდისონ პარკზე, ევერტონმა ჩემპიონობის ერთერთი ფავორიტი – სიტი მიიღო. აფიშა უკვე საინტერესოა, თუმცა მეტად საინტერესო ის იყო, კლუბები მოედანზე როგორც გამოვიდნენ. ორივე გუნდს შემადგენლობაში უკრაინელები ჰყავს – ქალაქელებს ზინჩენკო, მარსისაიდელებს კი – მიკოლენკო.
სიტის ფეხბურთელებს მაისურზე უკრაინის დროშები ეხატათ, ევერტონელებს კი ის მოხვეული ზურგზე ჰქონდათ.
მიკოლენკოსა და ზინჩენკოს შეხვედრაც ემოციური გამოდგა – ფეხბურთელები ერთმანეთს გადაეხვივნენ. მათ გვერდზე მთელი ცივილიზებული სამყაროა და არა მხოლოდ ის.
თამაში სიტიმ მოიგო – 0:1