ენდი მარეი:“ბასილაშვილს ATP TOUR-ზე ყველაზე ძლიერი დარტყმები აქვს“

ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში გრძელდება ATP-ის 250-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა ენდი მარეიმ მარათონულ მატჩში(3 საათი და 15 წუთი) 6:7 7:6 6:3 დაამარცხა ნიკოლოზ ბასილაშვილი და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

ბრიტანელმა საინტერესოდ ისაუბრა მატჩის შემდგომ:

მომწონს თუ არა დროსი ესე გაწელილი თამაშები? კი მომწონს, თუმცა ჩემი ორგანიზმისთვის უკეტესი იქნება თუ სიტუაციას არ გავირთულებ ხოლმე და ჩემს შანსებს დროულად გამოვიყენებ.

ძალიან მაგარი მატჩი გამოვიდა. ბასილაშვილი მთელს ATP TOUR-ზე ალბათ ყველაზე ძლიერად არტყავს ბურთებს შენი ნახევრისკენ და გაიძულებს ირბინო კორტის ერთი ბოლოდან მეორისკენ. ძირითადად სულ დაცვაში მიწევდა ყოფნა.

მესამე სეტის ბოლოს ფეხები „ისევ მწყობრში იყვნენ“, პლიუს უკვე კარგადაც ვაწვდიდი.

null

კარგი იქნებოდა მომეგო პირველი სეტი და ამით გამემამრტივებინა შესასრულებელი მისია. გათამაშებები ძირითადად ნიკას კონტროლის ქვეშ მიმდინარეობდა, ამიტომ ვცდილობდი კონტრშეტევაზე მეძებნა საკუთარი შანსი.
ვცდილობდი გაცილებით აგრესიული ვყოფილიყავი ჩემი მეტოქის მეორე ჩაწოდებაზე, საც მატჩის ბოლოს ნამდვილად კარგად გამომდიოდა.“

Leave a comment

Your email address will not be published.