ავსტრალიის ღია პირველობის დასრულების შემდეგ დიდი ცვლილებები დაიწყო საჩოგბურთო სამყაროში. მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგნებმა ენდი მარეიმ და სიმონა ჰალეპმა სამსახურიდან გაანთავისუფლეს საკუთარი მწვრთნელები.
ენდი მარეიმ თანამშრომლობა დაასრულა ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილ მწვრთნელ ია დე ვიტთან. 2 თვიანი მუშაობის შედეგად ბრიტანელმა ჩოგბურთელმა აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე 2 მატჩის მოგება შეძლო, სიდნეის ტურნირზე ფინალამდე მივიდა, ხოლო ავსტრალიის ღია პირველობაზე მეორე წრეში დამარცხდა ტარო დანიელთან.
34 წლის ენდიმ განაცხადა, რომ თუ მომავალ წელსაც ესეთ ცუდ ფორმაში იქნება, ავსტრალიაში საასპარეზოდ საერთოდ აღარ ჩამოვა.
სიმონა ჰალეპმა თანამდებობიდან ერთდროულად ორი მწვრთნელი გაუშვა – ადრიან მარკუ და დანიელ დობრე. რუმინელი ჩოგბურთელი მათთან 2021 წლის შემოდგომიდან თანამშრომლობდა.
მარკუ-დობრეს გაწვრთნილმა ჩოგბურთელმა კლუჟ-ნაპოკას ტურნირის ფინალში გავიდა, მელბურნირს 250-იანთა კატეგორიის ტურნირი მოიგო და ავსტრალიის ღია პირველობაზე 1/8 ფინალში დამარცხდა.