ენდი მარეის გამანადგურებელი მარცხი

დოჰას ტურნირის მეორე წრეში, მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ სამარცხვინო ანგარიშით წააგო მატჩი რობერტო ბაუტისტა აგუტთან 0:6 1:6.

პირველ სეტში ბრიტანელმა ჩგბურთელმა ვერცერთი გეიმის მოგება ვერ შეძლო და კარიერაში მეთორმეტედ დათმო პარტია მშრალი ანგარიშით. ბოლოს ასეთი რამ ენდის 2015 წელს, მაიამის მასტერსის ფინალში შეემთხვა.

მარეიმ მესამედ დაასრულა შეხვედრა ისე რომ, მხოლოდ ერთადერთი გეიმის მოგება შეძლო. პირველად, მისთვის ასეთი სამარცხვინო ფაქტი 2007 წლის მაიამის ტურნირზე დაფიქსირდა (წააგო ჯოკოვიჩთნ), ხოლო მეორედ 2014 წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე (წააგო ფედერერთან).

დოჰას ტურნირის პარალელურად დუბაიში მიმდინარეობს ქალთა პრესტიჟული ტურნირი (500-იანთა კატეგორიის). 1/8 ფინალურ ეტაპზე არაერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – ასპარეზობას გამოეთიშნენ მსოფლიოს მე-2 და მე-3 ჩოგნები.

პეტრა კვიტოვამ დაძაბულ ბრძოლაში 6:4 6:4 სძლია მსოფლიოს მეორე ჩოგან არინა საბალენკას. ჩეხ ჩოგბურთელს ტოპ 10-ის წარმომადგენლებთან ზედიზედ 5 მატჩი ქონდა წაგებული და ახლა ეს სერია უკვე დასრულებულია.

null

მსოფლიოს 146-ე ჩოგანმა დაიანა იასტრემსკამ სენსაციურად სძლია ბარბორა კრეიჩკოვას 6:3 7:6 და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.
უკრაინელმა ჩგბურთელმა კარიერაში პირველად მოუგო მსოფლიო რეიტინგის ტოპ 3-ის წარმომადგენელს.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *