ენდი მარეი ჩელენჯერზეც დამარცხდა

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ გადაწყვიტა რენის ჩელენჯერზე ეთამაშა.

„მიმდინარე სეზონში საკმაოდ ბევრი მატჩი ჩავატარე და ჩემი ორგანიზმიც მწყობრშია. უკანასკნელი წლების განმავლობაში ჩემი მიზანი იყო – რამენაირად გამეუმჯობესებინა საკუთარი რეიტინგი (ამჟამად 116-ე ჩოგანია).

ცოტა არ გამიმართალა, რადგან თითქმის ყველა ტურნირზე პირველივე ეტაპზე ტოპ ჩოგბურთელებთან მიწევს თამაში.

რენის ჩელენჯერზე ძალიან მაღალი ხარისხის კორტებია და ეს მე ძალიან მახარებს. ზოგადად ჩელენჯერებზე საკმაოდ მაღალი დონის ჩოგბურთელები მონაწილეობენ, წლევანდელი ტურნირი კი უბრალოდ საუკეთესოა – ტოპ 10-ის 3 ყოფილი წევრი.

მე რენის ჩელენჯერის მოსაგებად ჩამოვედი და იმედი მაქვს რომ დავუბრუნდები სტაბილურ შედეგებს – ყოველ კვირეულად შევძლებ ATP TOUR-ზე მინიმუმ 2-3 თამაშის მოგებას“ – განაცხადა ენდი 1/8 ფინალური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რეალობა კი სხვანაირი გამოდგა….მარეიმ ტურნირის პირველ წრეში იოლად სძლია იანიკ მადენს 6:3 6:1 , მეორე რაუნდში კი მტკივნეული მარცხი იწვნია არაფრით გამორჩეულ რომან საფიულინისგან.

null

მსოფლიო რეიტინგის 158-ე ჩოგანმა რომან საფიულინმა შეხვედრაში იდეალური სტარტი აიღო, საწყისი 6 გეიმიდან 5 მოიგო და სერიოზული ჰანდიკაპით გავიდა წინ 5:1. რუს ჩოგბურთელს აღარ გასჭირვებია სეტის ლოგიკურ გამარჯვებამდე მიყვანა 6:2.

მეორე პარტია თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკუთარ ჩაოწდებაზე. მე-9 გეიმში რომანს „ჩავარდნა“ დაეწყო – ენდიმ მეორე ბრეიკპოინტით ბრეიკის შესრულება შეძლო და მალევე სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა 1:1 (2:6 6:4).

მესამე, გადამწყვეტ სეტში აშკარად გამოჩნდა, რომ მარეის ფიზიკური მომზადება ძალიან შორსაა იდეალურისგან. ბრიტანელმა საწყისი 15 წუთში ზედიზედ 5 გეიმი დათმო და შემდეგ ვეღარ ამოქაჩა მეტოქესთან ეს ჩამორჩენა.

საფიულინმა 6:1 იმარჯვა და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე ფრანგი რიშარ გასკე იქნება.

ენდი მარეი მომდევნო კვირიდან მეცის 250-იანთა კატეგორიის ტურნირზე გადაერთვება, სადაც ვაილდ ქარდი მიიღო ორგანიზატორებისაგან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *