ენდი მარეი: ჯოკოვიჩი, ნადალი თუ ფედერერი?

მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა – ენდი მარეიმ საინტერესო თემებზე ისაუბრა ჟურნალისტებთან და თავისი მოსაზრება გამოთქვა, თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი.

„ვინ არის ყველა დროის საუკეთსო ჩოგბურთელი? ჩემთვის მხოლოდ 3 კანდიდატურაა: რაფაელ ნადალი, ნოვაკ ჯოკოვიჩი და როჯერ ფედერერი.

ჯერჯერობით ამ დიდი სამეულის არცერთ წევრს არ დაუმთავრებია კარიერა, ასე რომ ცოტახანიც დაველოდოთ და დასკვნები მერე გავაკეთოთ.

null

ჯოკოვიჩმა ATP TOUR-ზე არსებული ცხრავე მასტერსი 2-2-ჯერ მოიგო, ახლა „დიდი სლემის“ ყველა ტურნირი მინიმუმ 2-ჯერ მაინც აქვს მოგებული, რათქმაუნდა ეს სტატისტიკა სერბის უპირატესობაზე მიუთითებს.

null

თავისმხრივ რაფაელ ნადალმა 13-ჯერ შეძლო როლან გაროსის მოგება. იგი ნამდვილად გრუნტის მეფეა. ჩოგბურთის ისტორიაში მის გარდა ვერავინ შეძლო ამდენჯერ ერთიდაიგივე დიდი სლემის ტურნირის მოგება. რაღაც არარეალურად მაგარი ციფრები და მიღწევაა.

null

როჯერ ფედერერმა 8-ჯერ მოიგო „უიმბლდონი“. მან შეძლო ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს – დროს აჯობა. შვეიცარიელი „სუპერ მენი“ 39 წლისაა და დღესაც რეიტინგის ტოპ-10-ის წევრია.

როჯერი თავისი ხანგრძლივი კარიერის მიმდინარეობისას ახერხებს იმას, რომ 3 სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს ამარცხებს.
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ საჩგბურთო ეპოქაში მომიწია თამაში. ვფიქრობ ჩემი მცირე წვლილი მეც შევიტანე ჩგბურთის განვითარებასა და პოპულარიზაციაში.

როგორც გულშემატკივარი და უბრალოდ მაყურებელი, ვთვლი, რომ ძალიან გაგვიმართლა – თვალს ვადევნებთ ჩოგბურთის ისტორიის საუკეთესო ეპოქას“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *