უიმბდლდონის პირველი წრის შეხვედრაში ენდი მარი ნიკოლოზ ბასილაშვილს დაუპირისპირდება. შეხვედრის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე ენდი ნიკოლოზ ბასილაშვილისა და ჩოგბურთელის მეუღის ამბავსაც შეეხო.
– გამარჯობა, ენდი, შენს მოწინააღმდეგე ნიკოლოზ ბასილაშვილზე გკითავ. ის ყოფილი ცოლის მიმართ ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულეს და საქართველოში გამოძიება მიმდინარეობს. რას ფიქრობ ამ პროცესზე და თვლი თუ არა, რომ ადამიანები, რომლებსაც მიმდინარე სასამართლო საქმეები აქვთ, ტურნირებში არ უნდა მონაწილეობდნენ ?
– დიახ, ამ საკითხის შესახებ რამდენიმე თვის წინ ვისაუბრე, როცა შეკითხვა ბასილაშვილისა და ზვერევის შესახებ მკითხეს. მათი საქმეების
შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა რაც ვიცი, კარგი ნამდვილად არაა. მიმაჩნია, რომ როცა მსგავსი წინასასამართლო სიტუციები არსებობს, გარკვეული შეზღუდვა პროტოკოლებში უნდა შევიდეს. ჩემი აზრით, მსგავსი შეზღუდვები ATP-მა უნდა მიიღოს.
შეგახსენებთ რომ დღეს 20:00 საათზე პირველი წრის უიმბდდონურ მატჩში ქართველი მოთამაშე ურთიერთობას ენდი მარისთან გაარკვევს.