“ენდი რუიზს ცალი ხელით დავამარცხებ” – ტაისონ ფიური

რამდენიმე დღს წინ, ტაისონ ფიურიმ დეონტეი ვაილდერთან ტრილოგია გამარჯვებით დაასრულა. 3 ბრძოლიანი დაპირისპირებიდან ერთი ფრედ დასრულდა, ხოლო ორში ბრიტანელმა იმარჯვა. ამ მოგებით ფიურიმ WBC-ს სუპერმძიმე წონის ტიტული შეინარჩუნა, თუმცა აღნიშნული წონის სხვა ქამრებს ენტონი ჯოშუას დამარცხებით უკრაინელი ალექსანდრ უსიკი დაეუფლა. ლოგიკურად, შემდეგი დაპირისპირება, რომელშიც სუპერმძიმე წონის ყველა ქამარი იქნება სასწორზე, ერთმანეთს უსიკი და ფიური უნდა დაუპირისპირდნენ. თუმცა, არაა გამორიცხული ასევე ჯოშუასა და უსიკის რემატჩიც. ფიურისთან ბრძოლის სურვილი კი სუპერმძიმე წონის ერთ-ერთმა გამორჩეულმა წარმომადგენელმა, მექსიკელმა ენდი რუიზმა გამოთქვა, რომელმაც ზემოთნახსენები ენტონი ჯოშუა დაამარცხა.

ენდი რუიზთან პოტენციურ დაპირისპირებაზე ტაისონ ფიურიმ ჯერ კიდევ 2019 წელს, მაიკ ტაისონთან პოდკასტში ისაუბრა, სადაც მაიკის კითხვას, თუ როგორ ხედავდა იგი რუიზთან ბრძოლას, შემდეგი პასუხი გასცა:”მე ერთ ხელს შევიკრავდი და მხოლოდ ერთი ხელით შევებრძლებოდი, მხოლოდ ჯებით გავლახავდი. ეს ყველაზე მარტივი ბრძოლა იქნებოდა ჩემთვის”.

@fightingcentre

The 👑 ##tysonfury##andyruiz##boxing##funny##viral##trending##trend##foryou##4u##fu##foryoupage##fightingcentre##xyzbca##viralvideo##combatsports##king##miketyson

♬ original sound – COMBATSPORTS

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *