პალმეირასის 16 წლის თავდამსხმელმა ენდრიკ ფელიპემ, რომელიც 2024 წლის ზაფხულში რეალის ფეხბურთელი გახდება, ჟურნალისტებს უამბო, რატომ აირჩია მადრიდული კლუბი.
„რეალი – ძალიან დიდი კლუბია. ვინისიუსი მწერდა და მიყვებოდა ამ გუნდის შესახებ. ჩემი კერპი კრიშტიანუ რონალდუც აქ თამაშობდა. ამიტომ ავირჩიე რეალი და ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი.
ვინისიუსმა რამდენიმე რჩევაც მომცა. ის ჩემი მეგობარია და ვიმედოვნებ ეს მეგობრობა დიდ ხანს გაგრძელდება. ასევე ველაპარაკე ანჩელოტის, როდრიგოს, ედერს, მილიტაოს“, – ციტირებს ენდრიკის სიტყვებს ესპანური მარკა.
წლეულს 15 დეკემბერს, რეალმა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას პალმეირასთანაც და ყმაწვილის მშობლებთან. ენდრიკი სრულწლოვანებამდე დარჩება ბრაზილიურ კლუბში და 2024 წლის ზაფხულში რეალის ფეხბურთელი გახდება. მადრიდელები მასში დაახლოებით 72 მილიონ ევროს გადაიხდიან.