ბრაზილიაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ენდრიკი მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ თურმე მინდორზე ისეთებს სჩადის, თვალს ვერ მოწყვეტთ. გოლი გოლზე ხომ გააქვს და გააქვს.
ზოგი ამას ადრეულ დავაჟკაცებას მიაწერს, ზოგიც განსაკუთრებულ, თანდაყოლილ უნარებს. ფაქტი ერთია, პალმეირასის ჭაბუკი შემტევი უკვე გახდა ევროპული გრანდების სამიზნე.
მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულა მისით, თუმცა ენდრიკის ხელში ჩაგდება ასე იოლი არ იქნება, რადგან კონკურენცია მოუწევს მანჩესტერ სიტისთან, ჩელსისთან და ლივერპულთან.