შავ ლომს შაბათს, 11 დეკემბერს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე კრასნოიარსკის ენისეის წინააღმდეგ მატჩში გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე, აკაკი ტაბუცაძე, შალვა მამუკაშვილი და ნიკო აფციაური დაუბრუნდებიან.
მერაბ შარიქაძე, შავი ლომის კაპიტანი:
„ცოტა გასაკვირი იყო, ის რაც გასულ კვირაში დაგვემართა, მაგრამ ვერავის ვერაფერს დავაბრალებთ. როდესაც ძალიან დიდი უპირატესობა გაქვს და ამას ვერ იყენებ, ასე ხდება ხოლმე. მაგრამ ახლა ‘ენისეისთან’ თამაშისთვის ვემზადებით და მთელი კვირა დიდი მონდომებით ვივარჯიშეთ. ვფიქრობ, ძალიან კარგ ფორმაში ვართ და ხვალ თითოეული ჩვენთაგანი მოედანზე შესაძლებლობების მაქსიმუმს გაიღებს.
მეტოქე ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. ენისეი სტრუქტურულად კარგად აწყობილი გუნდია, რომელსაც ზურგს უმაგრებს ფინანსები და შესაბამისად, ყავს მაღალი ხარისხის მოთამაშეები, მათ შორის ლეგიონერები. მას ჩელენჯ ქაფზე თამაშის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ მათ დასამარცხებლად მზად ვართ“.
შეხვედრა 17 საათზე დაიწყება.
შავი ლომი: 15. ლაშა ხმალაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე (კაპ.), 11. სანდრო თოდუა, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. თენგიზ პერანიძე; 1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ნიკოლოზ პატარაია, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. ლაშა ჯაიანი, 6. ნიკოლოზ აფციაური, 7. სანდრო მამამთავრიშვილი, 8. ლუკა ივანიშვილი.
16. გოგა ხუროშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი პერტაია, 19. მიხეილ ბაბუნაშვილი, 20. თორნიკე აქუბარდია; 21. ლუკა მატკავა, 22. გურამ ქანდაურაშვილი, 23 მირიან მოდებაძე.