ენრიკე ფერნან ტორესზე: სიტყვებს უნდა დაუკვირდეს…

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ ფერნან ტორესის სიტყვებზე კომენტარი გააკეთა.

მოგეხსენებათ, ესპანეთის ნაკრების შემტევა პოლონეთთან მატჩამდე ლევანდოვსკიზე თქვა: “ის არ გვადარდებს. ჩვენი ცენტრალური მცველები მას უბრალოდ შეჭამენ”

ესეც ენრიკეს პასუხი

“ფერნან ტორესი ჯერ ისევ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია და სასწავლი ბევრი აქვს, მაგალითად ის, რომ არ უნდა თქვა, ჩვენი მცველები ლევანდოვსკის შეჭამენო

მოგეხსენებათ, ესპანეთსა და პოლონეთს შორის მატჩი 1:1 დასრულდა, გოლი კი ლევანდოვსკიმ გაიტანა…

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *