ენტონი დევისის დაბრუნება და “ლეიკერსის” გამარჯვება „ბრუკლინთან“

NBA-ს მორიგი სათამაშო დღის ცენტრალური მატჩი ბრუკლინში შედგა, სადაც ადგილობრივი „ნეთსი“ დაუპირისპირდა „ლეიკერსს“ და 96-106 დამარცხდა. მასპინძლებს მუხლის ტრავმის გამო არ ყავდათ კევინ დურანტი, ხოლო კაირი საშინაო შეხვედრებს კორონაზე აუცრელობის გამო ვერ თამაშობს.

null

17 მატჩის გაცდენის შემდეგ „ლეიკერსს“ დაუბრუნდა ენტონი დევისი, რომელმაც ლებრონის პასით ბურთი ჩააგდო კალათში და შეხვედრაში ანგარიშიც გახსნა. “A.D” პირველ მეოთხედში დაცვაშიც გამოირჩა – სამჯერ დააბლოკშოტა მეტოქეები და „ჩაკეტა“ სამწამიანი ზონა, რისი წყალობითაც ლებრონს მეტი თავისუფლება მიეცა შეტევაში მოქმედების და „მეფემაც“ აიწყვიტა.

საწყისი 12 წუთეული კალიფორნიულმა გუნდმა 33-25 მოიგო, მეორე მეოთხედის სტარტზე კი ჯეიმსმა სამქულიანი შეტევა გაშანსა და სტუმრების უპირატესობა უკვე 11 ქულიანი გახდა. ერთ-ერთ მომენტში „ლეიკერსმა“ საკუთარი ჰანდიკაპი 14 ქულამდეც კი გაზარდა, მას შემდეგ, რაც მატჩში წარმატებით ჩაერთვნენ მალიკ მონკი და კარმელო ენტონი.

null

მეორე ტაიმის სტარტზე ჯეიმს ჰარდენის კარგი ასპარეზობის ფონზე „ნეთსმა“ ჩამორჩენა 7 ქულამდე „ჩამოწია“, თუმცა „ლეიკერსი“ ისევ დროულად „აფეთქდა“ – ლებრონმა ორჯერ ზუსტად გაისროლა საშუალო დისტანციებიდან, რასაც ვესტბრუკის 3 ქულიანი შეტევა მოყვა და შეხვედრამ ყველანაირი ინტრიგა დაკარგა.

სტუმრებმა მატჩის ბოლომდე უპრობლემოდ შეინარჩუნეს მოპოვებული ჰანდიკაპი და სეზონში 24-ე გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომლის ანგარიშზეც 33 ქულა, 7 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა იყო.8 ქულით დახურა მატჩი ენტონი დევისმა, 15 ქულა ქონდა რასელ ვესტბრუკს, შეცვლაზე შემოსულმა მონკი-ენტონის დუეტმა კი ჯამში 35 ქულა მოუტანა სტუმრებს.

„ბრუკლინის“ რიგებში მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულა ჯეიმს ჰარდენმა – 33 ქულა, 12 მოხსნა, 11 პასი, თუმცა მხოლოდ „ბაბუაწვერას“ კარგი თამაში არ გამოდგა საკმარისი თამაშის გადასარჩენად.

null

„ლეიკერსმა“ დღევანდელი გამარჯვებით კიდევ ერთხელ გაათანაბრა მოგება/წაგების ბალანსი 24-24(მეშვიდე ადგილი დასავლეთში), „ბრუკლინმა“ კი უკანასკნელი 15 მატჩიდან უკვე მეცხრე შეხვედრა წააგო და აღმოსავლეთში მესამე პოზიციამდე დაქვეითდა ბალანსით 29/18.

Leave a comment

Your email address will not be published.