“ენტონი დევისის კარიერა არასწორი მიმართულებით ვითარდება”

“The Ringer”-ის ცნობილმა საკალათბურთო ექსპერტმა – ბილ სიმონსმა განაცხადა, რომ ენტონი დევისის საკალათბურთო კარიერა არასწორი მიმართულებით განვითარდა და A.D-ს რეგრესი აქვს.

“უცნაურია, მაგრამ ფაქტია – ენტონი დევისის საკალათბურთო კარიერა არასწორი მიმართულებით განვითარდა. როდესაც ყოველ წლიურად გაცილებით უფრო ნაკლები საჯარიმოს სროლა გიწევს, უფრო ნაკლებ მოხსნას და ქულას აგროვებ – ესეიგი რეგრესი გაქვს. არადა დევისი მხოლოდ 30 წლისაა და ამ ასაკში კალათბურთელი თავისი კარიერის პიკზე უნდა გავიდეს წესით.

null

ჩემი აზრით, დევისს სხეულის გაცილებით უფრო დიდი წონა გააჩნია ვიდრე უნდა ქონდეს, დაახლოებით ისეთივე აღნაგობის უნდა იყოს როგორებიც იყვნენ კევინ გარნეტი და ტიმ დანკანი.გასაგებია, რომ იგი ცდილობს ცენტრის პოზიციაზე თამაშს, თუმცა მაინც არ მგონია რომ ენტონი ესეთ წონას შეინარჩუნებს.”

შეგახსენებთ, რომ ენტონი დევისი ამჟამად “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” თამაშობს და მიმდინარე სეზონში მისი საშუალო სტატისტიკა ასე გამოიყურება – 23.3 ქულა, 9.9 მოხსნა და 2.9 შედეგიანი გადაცემა.

null

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *