ენტონი დევისის 55 ქულა და 17 მოხსნა “ვაშინგტონთან”

“ლეიკერსის” მძიმე ფორვარდი – ენტონი დევისი ბრწყინვალე ფორმაშია. დღეს, გამთენიისას A.D-მ კარიერის ერთერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა.

გასვლით შეხვედრაში “ვაშინგტონის” წინააღდეგ დევისმა 55 ქულა ჩააგდო და 17 მოხსნა შეასრულა, მისმა “ლეიკერსმა” კი უხვქულიან მატჩში 130:119 სძლია “ვიზარდსს”.

null

ენტონიმ პარკეტზე 38 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 30 ბურთი ესროლა კალათისკენ, საიდანაც 22 ჩააგდო (პერიმეტრიდან 3-დან 2, საჯარიმოს ხაზიდან 9-დან 9). მის აქტივში ასევე გახლდათ 3 დაფარება და 1 სედეგიანი გადაცემა.

1973 წლის შემდეგ, ენტონი დევისი გახდა მეორე მოთამაშე NBA-ს ისტორიაში, რომელმაც მატჩში მინიმუმ 55 ქულა, 15 მოხსნა და 3 დაფარება შეასრულა( მანამდე ეს შეძლო კევინ მაკჰეილმა – 1985 წლის 3 მარტს).

ენტონი დევისმა უკანასკნელი 2 მატჩის განმავლობაში 99 ქულის დაგროვება შეძლო, “ლეიკერსმა” კი ბოლო 10 მატჩიდან უკვე 7 მოიგო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *