WBA, IBF, WBO და IBO-ს მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონმა, ენტონი ჯოშუამ ალექსანდრ უსიკთან მოახლოებული ბრძოლის შესახებ ისაუბრა
“როგორც ყოველთვის, ყველაფერი ჩავდე და გვირგვინის დასაცავად მზად ვარ.
ჩვენ ორნი ოლიმპიური ჩემპიონები ვართ, რომლებმაც ტოპ სიმაღლეზე მისასვლელად ჩვენი გზები გავიარეთ, გამოწვევებს არასდროს ვერიდებოდით.
ეს სტადიონი გამორჩეულია, ატმოსფერო განსაკუთრებული იქნება. პატივი მაქვს, ასეთ შთამბეჭდავ ადგილას პირველმა ვიბრძოლო.
ერთი სული მაქვს უსიკს როდის შევხვდები,” – თქვა ჯოშუამ