მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთსო ახალგაზრდა ფეხბურთელი, ენცო ფერნანდესი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანლუკა დი მარციო ავრცელებს.
ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონი ევროა, რომელსაც ლონდონელები 7 მილიონს იმიტომ უმატებენ, რომ თანხა ერთიანად არ გადაიხადონ და ის 3 ნაწილად გაყონ. აქამდე, პრემიერლიგის არც ერთ გუნდს, ერთ ფეხბურთელში 127 მილიონი არ დაუხარჯავს,
ისტორიაში სულ 5 ფეხბურთელია, რომლებიც ენცოზე ძვირად გაიყიდნენ
1) ნეიმარი 222 მილიონი (ევრო) – ბარსელონადან პსჟ-ში – 2017/18
2) მბაპე – 180 მილიონი – მონაკოდან პსჟ-ში – 2018/19
3) უსმან დემბელე – 140 მილიონი – დორტმუნდიდან ბარსელონაში – 2017/18
4) კოუტინიო – 135 მილიონი – ლივერპულიდან ბარსელონაში – 2017/18
5) ჟოაო ფელიში – 127.2 მილიონი – ბენფიკადან ატლეტიკოში – 2019/20
6) ენცო ფერნანდესი – 127 მილიონი – ბენფიკადან ჩელსი – 2022/23