ერთა ლიგის C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა

ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად C დივიზიონში საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ვილი სანიოლის შეგირდები მე-4 ჯგუფში გაისად გიბრალტარის, ჩრდ. მაკედონიის და ბულგარეთის ნაკრებები იქნებიან.

გეცოდინებათ ეს ევრო 2024-ზე მოსახვედრად დამატებითი გზაა. ერთა ლიგის 1-4 ტურის მატჩებს საქართველოს ნაკრები 2022 წლის ივნისში გამართავს, ბოლო 2 ტურს კი სეტემბერში.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *