ერთი დებიუტანტით არგენტინის წინააღმდეგ (Video)

საქართველოს ნაკრები კვირას, 3 ივლისს, ქუთაისში, აია არენაზე არგენტინა XV-ს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების სამწვრთნელო შტაბმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

გუნდში ერთი დებიუტანტია. ფრანგული ლა როშელის შერკინების ბურჯი გურამ პაპიძე სათადარიგოთა შორისაა. 22-კაციან განაცხადში არ არის ცხრა ნომერი გელა აფრასიძე. მას მწვრთნელებმა დასვენების და ძალების აღდგენის საშუალება მისცეს. სხვა მხრივ, გუნდის შემადგენლობაში ყველა გამოცდილი მორაგბეა.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკა ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე       1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ლაშა ჯაიანი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე

16. შალვა მამუკაშვილი, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. გურამ პაპიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლუკა ივანიშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე

Leave a comment

Your email address will not be published.