ერთი დებიუტანტით ბოკეს წინააღმდეგ

საქართველოს ნაკრები 2 ივლისს, პრეტორიაში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

საბრძოლო რაზმში ერთი დებიუტანტია – ლუკა ჯაფარიძე. ის სათადარიგოთა შორისაა. ისევე როგორც ნიდერლანდებთან მატჩში განაცხადში არ არის შერკინების კიდევ ერთი ბურჯი ბექა გიგაშვილი. წინა მატჩისგან განსხვავებით პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში იქნება გურამ გოგოიჩაშვილი. მეორე ხაზში ნოდარ ჭეიშვილს დავით გიგაური შეცვლის. მესამე ხაზში ორი ცვლილებაა. ნიდერლანდებთან არ უთამაშიათ, თუმცა ამჯერად ძირითადში იქნებიან გიორგი ცუცუქირიძე და თორნიკე ჯალაღონია.

უცველია უკანა ხაზი. სათადარიგოთა შორის კი, ლევან მაისაშვილმა ექვსი მორკინალი გაამწესა, სადაც ორი მეორეხაზელია. თადარიგშია ცხრა ნომერი გელა აფრასიძეც, რომელსაც ნიდერლანდებთან არ უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ თამაში 2 ივლისს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

 

საქართველო:  15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. დემურ თაფლაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.      1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. გიორგი მელიქიძე, 4. დავით გიგაური, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია

16. გიორგი ჭყოიძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. გიორგი ჯავახია 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი ბაბუნაშვილი, 23. ილია სპანდერაშვილი

 

Возможно, это изображение (10 человек)

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *