ერთი მსახიობის თეატრი – სტეფ კარის საკალათბურთო შოუ „ბრუკლინთან“

NBA-ს რეგულარული სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური დაპირისპირება ბრუკლინში გაიმართა, სადაც ადგილობრივი „ნეთსი“ დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „გოლდენ სტეიტს“ მასპინძლობდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით ანგარიშში წინ გასვლას, რამდენჯერმე შეიცვალა ლიდერი. „ვორიორზის“ რიგებიდან
12 ქულა ქონდა სტეფ კარის, ისევე როგორც „ბრუკლინის“ ლიდერ კევინ დურანტს.

მასპინძლებმა საწყისი 6 სროლა ზუსტად გამოიყენეს და და პირველი მეოთხედის შემდეგ 34:31 იგებდნენ, თუცა მეორე პერიოდის ბოლოს ენდრიუ ვიგინსის „ბაზერ ბითერით“ უკვე სტუმრები ლიდერობდნენ 63:58.

მესამე მეოთხედის სტარტზე „გოლდენ სტეიტი“ მეტოქეს 14:0 გაექცა და გუნდებს შორის სხვაობა 19 ქულა იქცა. „ვორიორზი“ მიმდინარე სეზონში საუკეთესო დამცველი გაუნდია (პირველად ფრენჩაიზ ისტორიაში) და ამ ფაქტორის გამოყენებით სტუმრებმა მეტოქის ლიდერებს გასაქანი არ მისცეს.

null

დურანტი მიმდინარე სეზონში საშუალოდ მატჩში 26 ქულაზე მეტს აგდებს, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში 20 ქულაც კი ვერ დააგროვა – K.D-ს ანგარიშზე მხოლოდ 19 ქულა იყო 19 სროლის შემდეგ.
6-დან 2 სამქულიანი ჩააგდო „ნეთსის“ კიდევ ერთმა ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც მატჩი 5 დაკარგვით და 3 პერსონალურით დაასრულა.

მესამე პერიოდის უკანასკნელ წამებზე „გოლდენ სტეიტმა“ კიდევ ერთი „ბაზერი“ ჩააგდო – ამჯერად პერიმეტრიდან ანდრე იგუდალამ გაისროლა – 98:76.

მეოთხე მეოთხედის სტარტზე სტეფ კარის „გაეხსნა“ – რომელმაც შორი დისტანციებიდან ზედიზედ ორჯერ „ჩასვა“ ბურთი კალათში და შეხვედრაში ყველანაირი ინტრიგა მოკლა.
საბოლოოდ 117:99 – „გოლდენ სტეიტის“ დამსახურებული გამარჯვება. პარკეტიდან გასვლის მომენტში „ბრუკლინის“ ქომაგი ფეხზე წამოუდგა სტეფ კარის(37 ქულა, 14-დან 9 სამქულიანი) და მოთამაშე გააცილა შეძახილით „MVP, MVP”… და ეს ყველაფერი ხდება იმ არენაზე სადაც კევინ დურანტი თამაშობს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *