კრივის 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქვესაშუალო წონაში (63.5კგ – 67კგ) საქართველოს ლაშა გურული, ნაკრების კაპიტანი წარმოადგენს. გურულმა დღეს მესამე ბრძოლა გამართა, სადაც ირანელი მოსლემ მალ ამირი დაამარცხა. ამ გამარჯვებით გურული მეოთხედფინალში გადავიდა სადაც კუბელ მოკრივეს დაუპირისპირდება. ლაშამ პირველ ეტაპზე ბაჰამელი, ხოლო მეორე ეტაპზე სლოვაკი მეტოქე დაამარცხა.
სერბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 7 ქართველი მოკრივე ასპარეზობს.
48 კგ – სახილ ალახვერდოვი
51 კგ – ნოდარ დარბაიძე
60 კგ – არტიუშ გომციანი
67 კგ – ლაშა გურული
75 კგ – გიორგი ხარაბაძე
86 კგ – არტიომ იორდანიანი
92 კგ – გიორგი ჭიღლაძე
იხილეთ ლაშა გურულის დღევანდელი ბრძოლა სრულად: