ერთი ნაბიჯი ჩემპიონობამდე

ბათუმი-ყოჩები 16:7
ბათუმი:  ლ – ჯიმშელეიშვილი. 3ს,გ – მ.ნინიძე
სინბინი: შუბითიძე, ძნელაძე
ყოჩები: ლ – ჩხაიძე. გ – მალაღურაძე
სინბინი: ჭიჭინაძე
გაძევება: ბიწაძე
მსაჯი: საბა აბულაშვილი

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი 10-ის გათამაშების შესარჩევი ფინალი ბათუმსა და ბოლნისის ყოჩებს შორის უაღრესად დაძაბული გამოდგა. ბათუმელებმა სტუმართა გუნდს უმძიმეს ბრძოლაში 16:7 მოუგეს და დიდ ფინალში გააღწიეს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ყოჩები 70 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ. მატჩის არბიტრმა ბოლნისელთა ფულბეკი ნიკა ბიწაძე მე-10 წუთზე წითელის ბარათით გააძევა.

მიუხედავად ამისა, ყოჩებს ფარ-ხმალი არ დაუყრია და 56-ე წუთამდე მასპინძლებს ანგარიშში დაწინაურები საშუალებას არ აძლევდა – 7:7. მატჩის დასრულებამდე დარჩენილ დროში კი, ბათუმმა სამი საჯარიმოს გატანა მოახრეხა და შეხვედრა სათავისოდ დაასრულა.

ყოჩები ახლა წინასწარ ფინალში ითამაშებენ. მეტოქე რუსთავის ხარებისა და თბილისის ლელოს დაპირისპირებაში გაირკვევა. ბათუმი კი, როგორც უკვე ვთქვით დიდ ფინალშია და მომავალ მეტოქეს დაელოდება.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ ბათუმის მეორეხაზელი სანდრო ქოიავა დაასახელეს.

Возможно, это изображение 1 человек и текст

Leave a comment

Your email address will not be published.