საქართველოს ნაკრებმა ივლისის ტესტების პირველი მატჩი პრეტორიაში მსოფლიოს ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართა და 9:40 დამარცხდა.
35-ე წუთამდე ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. თედო აბჟანდაძემ სამი საჯარიმო გაიტანა და 9:5 ვიგებდით. მერე, როცა მსაჯმა ბექა საღინაძე მსაჯმა გაასინბინა, ბოკემ კაცნაკლულებს ორი ლელო გაგვიტანა და 19:9 დაწინაურდა. ასე დასრულდა პირველი ტაიმი.
შესვენების შემდეგ ბოკემ სრულად იგდო ხელთ უპირატესობა და ანგარიშს ნელ-ნელა ზრდიდა. საბოლოოდ მსოფლიოს ჩემპიონებმა 31 ქულის სხვაობით გვძლიეს.