ერთი ცვლილება ბორჯღალოსნების შემადგენლობაში

ბორჯღალოსნების სამწვრთნელ შტაბმა 20 ნოემბერს, არანხუესში (ესპანეთი), ფიჯისთან გასამართი შეხვედრისთვის შემადგენლობა დაასახელა.

გასულ კვირას საფრანგეთთან მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნების სასტარტო შემადგენლობაში ერთი ცვლილებაა. თადარიგიდან ძირითადში დაწინაურდა მარცხენა ბურჯი გურამ გოგიჩაშვილი. ბექა გიგაშვილმა კი, მარჯვენა ბურჯად გადაინაცვლა. კვაჭის პოზიციაზე კვლავ შალვა მამუკაშვილი ითამაშებს.

წინა მატჩის შემდეგ ორი ახალი მორაგბეა სათდარიგოთა შორის. ტრავმის მოშუშების შემდეგ განაცხადში დაბრუნდნენ შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი.

ფიჯის ნაკებთან მატჩი საქართველოს დროით 18:30 საათზე დაიწყება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე.    1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. ბექა გიგაშვილი, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე

16. გიორგი ჭყოიძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ლაშა ჯაიანი, 20. თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *