ერთი ცვლილებით ბოკეს წინააღმდეგ

არგენტინის ნაკრები ოთხი ერის გათამაშების პირველ მატჩში შაბათს, პორტ ელიზაბეტში, სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს თითქმის უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდება. მარიო ლედესმამ უელსის ნაკრებთან ბოლოს გამართული შეხვედრის შემადგენლობაში ერთი იძულებითი ცვლილება განახორციელა. ტრავმირებული ცხრა ნომრის, ტომას კუბელის ნაცვლად ფელიპე ესკურა ითამაშებს. სხვა მხრივ, პუმები ზუსტად ის გუნდია, რომელმაც ივლისის ტესტებზე უელსის ეროვნულ ნაკრებს კარდიფში 33:11 მოუგო.

 

არგენტინა: 15. სანტიაგო კარერასი, 14. ბაუტისტა დელგუი, 13. სანტიაგო ჩოკობარესი, 12. ჯერონიმო დე ლა ფუენტე, 11. მატიას მორონი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. ფელიპე ესკურა.  1. ნოელ ტეტეას ჩაპარო, 2. ხულიან მონტოია, 3. ფრანსისკო გომეს კოდელა, 4. გვიდო პეტი, 5. მარკოს კრემერი, 6. პაბლო მატერა, 7. ფაკუნდო ისა, 8. როდრიგო ბრუნი

16. ფაკუნდო ბოსხი, 17. კარლოს მუსიო, 18. სანტიაგო მედრანო, 19. ტომას ლავანინი, 20. მატიას ალემანო, 21. გონსალო ბარტრანო, 22. დომინგო მიოტი, 23. სებასტიან კანსელიერი

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *