ერთი წლით უფროს არგენტინასთან ვერას გახდნენ

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამხრეთ აფრიკაში პირველი მატჩი გამართა არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან და 10:82 დამარცხდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლით უმცროსი ქართველი მორაგბეები პირველ ტაიმში უდიდეს სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ (75% – 25%), ის მაინც დიდი სხვაობით 3:21 დამარცხდნენ. ჩვენმა მორაგბეებმა დაახლოებით ხუთი საჯარიმო კარში არ დაარტყეს და ამისთვის დაისაჯნენ კიდეც.

მეორე ტაიმის დასაწყისი ისევ ჩვენი ნაკრების აქტიურობით აღინიშნა და მალევე ლელოც გავიტანეთ. თუმცა, მერე გუნდი ერთიანად მოიშალა და არგენტინელების ყველა შეტევა ლელოთი სრულდებოა. აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდს დაცვაში და შექმნილი მომენტების ქულებად გარდასახვაში სერიოზული პრობლემები აქვს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს მატჩი ახალგაზრდა ქართველი მორაგბეებისთის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იყო და მეტოქეზე ერთი წლით უმცროესები არიან, რაც ამ ასაკში უმნიშვნელო უპირატესობა არ არის.

საქართველო: 15. გიორგი ნავროზაშვილი (არმაზი), 14. შალვა აფციაური (ლელო), 13. თორნიკე კახოიძე (ლელო), 12. თენგიზ სკამკოჩაშვილი (იუნკერები), 11. ლუკა კვენეტაძე (ლელო), 10. პეტრე ხუციშვილი (ლელო), 9. ლუკა არჩვაძე (ლელო);

1. სერგო აბრამიშვილი (ხვამლი), 2. გიორგი მაისურაძე (ლელო), 3. ირაკლი აფციაური (ლელო), 4. ალექსანდრე ბურდული (ლელო, კაპ.), 5. დავით არველაძე (ლელო), 6. ბექა გელხვიძე (ლელო), 7. რატი ზაზაძე (არმაზი), 8. პაატა გალდავა (აია).

16. დავით გველესიანი (ლელო), 17. ნიკა ბაბუნაშვილი (ლელო), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), 19. გურამ ღანიაშვილი (ლელო), 20. ლაშა ციხისთავი (ლელო), 21. კოტე იაშვილი (აკადემია), 22. ლაშა ცხოვრებაძე (რუსთავი), 23. ვაჟა მიქაძე (ლელო).

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *