ერთმანეთს ნუ წავართმევთ!

რეალისა და ბარსელონას პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას: „ერთმანეთზე თავდასხმის გარეშე“. ამის შესახებ Marca წერს. ამაზე ადრეც დაიწერა, მაგრამ გაირკვა, რომ  დარღვევის მცდელობები იყო.

ფლორენტინო პერესმა და ჟოან ლაპორტამ მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთისთვის ფეხბურთელების წართმევაზე არ იმუშავებენ. მხოლოდ ერთი გამონაკლისი: თავისუფალი აგენტების გადაყვანა შეეძლებათ, ანუ კონტრაქტდამთავრებულების.

იგივე შეთანხმებაა ასაკობრივ გუნდებზეც. რამდენიმე დღის წინ გაჩნდა ინფორმაცია, რომ რეალი ბარსელონელი არაუხოს შეძენას ცდილობს.  ლაპორტა და პერესიც სწორედ ამის მერე შეხვედრიან ერთმანეთს და ამჯერად ხელი მოაწერეს შეთანხმებაზე.

Leave a comment

Your email address will not be published.