დღის ფრაზა ლივერპულის მარცხენა მცველ ენდი რობერტსონისგან:
„ერთხელაც ჩემს შვილიშვილებს ორიგის ძეგლთან მივიყვან. ეს რა ადამიანია!“.
მერამდენე გადამწყვეტი გოლი გაიტანა დივოკ ორიგიმ? ბელგიელმა ლივერპულს ვულვზთან მოაგებინა 1:0, ბოლოს, 94-ე წუთზე გაიტანა… ორიგის ძალიან ბევრი გოლი არ გააქვს, მაგრამ მეტწილად გააქვს ზემნიშვნელოვანი.
გვახსოვს ბელგია-რუსეთი 1:0, ლივერპული-ბარსელონა 4:0 და სხვა მომენტებიც.
დივოკ ორიგი ბელგიაში დაბადებულია, წარმოშობით კი კენიელი გახლავთ. სხვათა შორის, 16 წლის რომ იყო და გენკში თამაშობდა, მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლის შანსი ჰქონდა. საბოლოოდ, ფრანგული ლილი არჩია, რადგან ისინი ძირითად გუნდში პრაქტიკას ჰპირდებოდნენ.