სოციალურ ქსელებში კრისტიან ერიკსენის პირველი ფოტო გამოჩნდა, ჰოსპიტლიდან გამოწერის შემდეგ.
შეგახსენებთ, ერიკსენმა, ევრო 2020–ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში, ფინელების წინააღმდეგ, მინდორზე გონება დაკარგა. მერე ექიმებმა თქვეს, ერთი ხანი გული გაჩერებული ჰქონდაო.
ის კოპენჰაგენის რიგსჰოსპიტალში გადაიყვანეს. კარდიოვერტერის იმპლანტაცია ჩაუტარეს და რეანიმაციის შემდეგ, 18 ივნისს გამოწერეს.
კრისტიანი ოჯახთან ერთად ქალაქ ოდენსეში ისვენებდა. წინა დღეს კი ტიდვილდეს სანაპიროზე გამოჩნდა და ახალგაზრდა ქომაგთან სურათიც გადაიღო.