ერიკსენის ახალი გუნდი – კონტრაქტი უკვე გაფორმებულია

კრისტიან ერიკსენი ფეხბურთს დაუბრუნდა. დანიელმა ნახევარმცველმა კონტრაქტი პრემიერლიგის ბინადარ ბრენთფორდთან გააფორმა. ერიკსენი ბრიტანელთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2020-ზე ფინეთი – დანიის მატჩისას, ერიკსენს გულის შეტევა ჰქონდა და მას შემდეგ მკურნალობდა. შემდეგ ფეხბურთელმა ინტერთან კონტრაქტი გაწყვიტა და რამდენიმე გუნდი იწვევდა.

ბრენთფორდი პრემიერლიგაში 23 ქულით მე-14 ადგილზეა და უახლოეს ტურში მანჩესტერ სიტის შეხვდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *