ერიკსენი უკვე მადლობებს იხდის

როგორც არ უნდა დასრულდეს ევრო 2020, კრისტიან ერიკსენის ინციდენტი მაინც ერთ-ერთ მთავარ ამბად შემორჩება მეხსიერებას.

შაბათს ის დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს უეცრად წაიქცა და გონება დაკარგა. დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ასულიერებდნენ და ამას პირდაპირ ეთერში მთელი მსოფლიო უყურებდა. მერე ექიმებმა თქვეს გული გაჩერებული ჰქონდაო.

 

Eriksen's worried team-mates look on as he receives treatment on Saturday night

საბედნიეროდ, გადარჩა. და, აი მედიაში მისი პირველი სიტყვები გამოქვეყნდა. 29 წლის ფეხბურთელმა თქვა, რომ თავს უკეთ გრძნობს.

„მადლობა ყველას თანადგომისთვის. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ და მინდა გავითავისო, რა მოხდა. მე არ ვნებდები“, – ამ ციტატას გაძეტა დელო სპორტი აქვეყნებს.

მისი მეგობარი და აგენტი მარტინ შუტსი ამბობს: „დღეს დილით (კვირას) ვესაუბრე. კარგ ხასიათზე იყო და ხუმრობდა. ახლა ყველას გვაინტერესებს გავიგოთ, რა მოხდა. ექიმები გამოკვლევას აგრძელებენ.

ბედნიერი იყო იმით, რომ ლამის მთელი მსოფლიოდან მიიღო გამამხნევებელი გზავნილები. განსაკუთრებით ინტერის მადლიერია, რადგან არა მარტო თანაგუნდელებმა, არამედ, ათასობით გულშემატკივარმა უსურვა მალე გამოჯანმრთელება.

ახლა უბრალოდ უნდა დაისვენოს. მისი ოჯახი გვერდითაა, მეუღლე და მშობლები. კლინიკაში ორშაბათს, შესაძლოა, სამშაბათსაც დატოვონ.

მას ძალიან უნდა თავისიანებს ბელგიასთან მატჩში (17 ივნისს) უგულშემატკივროს.“

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *