ერიკსენი – დაბრუნდა და გაიტანა (ვიდეო)

9 თვიანი პაუზის შემდეგ კრისტიან ერიკსენმა დანიის ნაკრებში ითამაშა. დანიელები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდელებს ესტუმრნენ და 2:4 დამარცხდნენ, ერთი ბურთი კი სწორედ ერიკსენმა შეაგდო. გამოცდილი ფეხბურთელი თამაშში მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ჩაერთო და 47-ე წუთზე გაიტანა.

შეგახსენეთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში სადაც დანია ფინეთს ხვდებოდა, ერიკსენს გულის შეტევა ჰქონდა და რამდენიმე თვე გაუცდა. ფეხბურთელი ამჟამად თავს კარგად გრძნობს და ჩვეულად ვარჯიშობს.

ერიკსენი ბრენტფორდის ღირსებას იცავს. ახალი გუნდის მაისურით მან ჯერ მხოლოდ 3 მატჩის ჩატარება მოასწრო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *