ერიკსენს მსურველები შეემატნენ – კრისტიანს პრემიერლიგიდან იწვევენ

კრისტიან ერიკსენის მომავლი კვლავ გაურკვეველია. იგი კვლავ უგუნდოდ არის და უცნობია სად გააგრძელებს კარიერას. 2 დღის წინ გავრცელებული ცნობით, მისი დამატება ბრენფორდს სურს.

The Times-ის ინფორმაციით, დანიელის დამატება ნიუკასლს და ლესტერს უნდათ. ერიკსენი ამჟამად თავისუფალი აგენტია და ბრიტანელები ამით სარგებლობას აპირებენ. ამ თემაზე თავად ფეხბურთელის აზრი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ერიკსენს ევროპის ჩემპიონატზე გულის შეტევა მოუვიდა და უკვე 7 თვეა უთამაშებელია. ბოლოს იგი ინტერის ღირსებას იცავდა, სადაც 34 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.