ერიკ აბიდალი: ზუსტად ამიტომ ვთვლი გვარდიოლას საუკეთესო მწვრთნელად

ბარსელონას ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა პეპ გვარდიოლაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ესპანელი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია და ამის მიზეზებიც თქვა.

“მწვრთნელი პირველ რიგში უნდა შევაფასოთ იმით თუ რამდენად კარგად მოაქვს შენამდე სათქმელი, რამდენად კარგია მისი სათამაშო გადაწყვეტილებები, ტაქტიკა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეხმარება თუ არა ფეხბურთელს პროგრესში. პირადად მე ყველაზე მეტად პეპ გვარდიოლასთან მუშაობისას განვვითარდი. სწორედ ამიტომ ესპანელს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტად ვთვლი. იგი ბევრ ფეხბურთელს დაეხმარა და ეს ცოტა არ არის. ბარსელონას მწვრთნელად დანიშვნისთანავე მან ყველა გააოცა თავისი პასუხისმგებლობით.” – განაცახადა აბიდალმა Championat.com-ის ჟურნალისტ იულიან ლუკაჩენკოსთან საუბრისას.

გვარდიოლა და აბიდალი ბარსელონაში ერთად 2008-13 წლებში მუშაობდნენ და ყველა შესაძლო ტიტული მოიგეს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის 2 თასი.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *