ერიკ ტენ ჰაგი: ჰარი პოტერი არ ვარ

ბოლო დროს მარკუს რაშფორდი ბრწყინვალე ფორმაშია. მანჩესტერის თავდამსხმელს გოლი გოლზე გააქვს და იუნაიტედის მოგებებში დიდი წვლილი შეაქვს. ამ თემაზე ერიკ ტენ ჰაგმა ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელის პროგრესი თავად მარკუსის დამსახურებაა.

“ჰარი პოტერი არ ვარ, რაშფორდის ასეთი წინსვლა ფეხბურთელის დამსახურებაა. თავდაჯერებულობა ყველას სჭირდება. რაშფორდმა საკუთარ თავზე ბევრი იმუშავა და შედეგიც სახეზეა. 

რა თქმა უნდა მე და ჩემს სამწვრთნელო შტაბს გეგმა გვაქვს თუ როგორ დავეხმაროთ ფეხბურთელს პროგრესში, თუმცა უმეტესად ყველაფერი მაინც თავად მოთამაშეებზეა დამოკიდებული. ასეა რაშფორდის შემთხვევაშიც. როცა ფეხბურთელის ასეთ მონდომებას ვხედავ, ვრწმუნდები, რომ მის გარშემო ატმოსფეროც ძალიან მნიშვნელოვანია.” – ციტირებს ტენ ჰაგის სიტყვებს The Guardian-ი.

რაშფორდი არაჩვეულებრივ ფორმაშია. ინგლისელმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მანჩესტერში 10 მატჩი ჩაატარა და ამდენივე გოლი გაიტანა.

რაც შეეხება მანჩესტერს, გუნდი პრემიერლიგაში 39 ქულით მე-4 ადგილზეა და უახლოეს ტურში კრისტალ პალასს შეხვდება, ევროპა ლიგის პლეი-ოფში კი ბარსელონას დაუპირისპირდება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *