დანიური ფეხბურთის ლეგენდა მიქაელ ლაუდრუპმა უეფა გააკრიტიკა: კრისტიან ერიქსენის შემთხვევის გამო, მატჩი უნდა გადაედოთო… დანია-ფინეთი, როგორც იცით, გაგრძელდა და დინამიტებმა 0:1 წააგეს.
„როცა ასეთი რამ ხდება, ფეხბურთელებს ემოციების მოზღვავება ეწყებათ და სწორ გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ. ვინმეს უნდა ეთქვა, მაგრამ ფეხბურთელებს ბოლოს ეკითხებიან აზრს. „ან ახლა დაამთავრეთ მატჩი, ან ხვალ 12 საათზე გააგრძელეთ“ – ეს არჩევანის ილუზიაა. მაპატიეთ, მაგრამ ეს არჩევანი არაა. უეფას წარმომადგენლებს უნდა ეთქვათ: „ამ საღამოს ვერ ითამაშებთ. მოგვიანებით გადავწყვეტთ და როცა ოპტიმალური დრო იქნება, გაგრძელდეს“. მიუხედავად წაგებისა, დანიის ნაკრების ფეხბურთელებით ვამაყობ, რადგან მოახერხეს და ითამაშეს“ – უთხრა მიქაელ ლაუდრუპმა დანიურ Bold-ს.