ერიქსენი აქტიურად… დარტყმაც არ დავიწყებია (+video)

კრისტიან ერიქსენმა მინდორზე ვარჯიში უფრო აქტიურად დაიწყო… დარტყმა არ დავიწყებია.

ერიქსენმა ორი კვირის წინ ჯერ სატრენაჟორო დარბაზში დაიწყო მზადება, მერე დარბოდა, ახლა კი ბურთით აქტიურად ვარჯიშობს. დანიელი მზადაა ფეხბურთში დასაბრუნებლად. ის ახლა თავისუფალი აგენტია, ინტერთან კონტრაქტი გაწყვიტა, რადგან გულზე დეფიბრილიატორით თამაში სერია ა-ში აკრძალულია.

შეგახსენებთ, დანიელთა ათიანი ზაფხულში ევროპის ჩემპიონატის დროს სიკვდილს ძლივს გადაურჩა. გულის შეტევა ფინეთთან შეხვედრაში…

რამდენიმე დღის წინ ანტონიო კონტემ განაცხადა, რომ ტოტენჰემში ერიქსენის კარი ყოველთვის ღიაა. ერიქსენი ტოტენჰემში დიდხანს თამაშობდა, კონტესთან გადაკვეთა კი ინტერში ჰქონდა…

დანიელმა ნახევარმცველმა თქვა, რომ მთავარი მიზანი ყატარში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

Leave a comment

Your email address will not be published.