კრისტიან ერიქსენის ამბავი ინტერესს იწვევს… ფეხბურთელი ინტერს ეკუთვნის, მაგრამ იტალიის სერია ა-ში დეფიბრილიატორით თამაში აკრძალულია. დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს.
როგორც იცით, 12 ივლისს ერიქსენს დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს გულის შეტევა დაემართა და კინაღამ ტრაგედია მოხდა.
თავად ერიქსენს უთქვამს, რომ კარიერის გაგრძელება სურს და 4-5 თვეში ჩვეულებრივ ითამაშებს კიდეც. დანიური საიტების ცნობით, ერიქსენის აგენტი აიაქსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს…
ერიქსენმა სწორედ აიაქსში დაიწყო პროფკარიერა: 2010-2013 წლებში იყო ამსტერდამულ გრანდში და სახელიც იქ გაითქვა. მანამდე დანიაში მხოლოდ ჭაბუკებში თამაშობდა.
ამ ფოტოზე კი: ერიქსენი გიორგი აბურჯანიას წინააღმდეგ. დანიელს ორი გოლი აქვს გატანილი ქართველთა კარში… ერთხელ საჯარიმოდან, ერთხელ კი პენალტით.