ერიქსენი 2022 წლიდან…

დანიელმა კრისტიან ერიქსენმა კარიერის გაგრძელება გადაწყვიტა. ეს Corriere dello Sport-მა დაწერა.

„4-5 თვის მერე ისევ ვითამაშებ. ყველაფერი რიგზე მაქვს“ – უთქვამს ერიქსენს.

შეგახსენებთ, 12 ივლისს დანია-ფინეთის მატჩის პირველი ტაიმის ბოლოს ერიქსენი გულის შეტევის გამო წაიქცა და მთელი მსოფლიო შოკში იყო. ამ შემთხვევის მერე დანიელს გულის არეში კარდიოვერტერ-დეფიბრილიატორი ჩაუდგეს. ინტერში და ზოგადად სერია ა-ში დეფიბრილიატორით თამაში აკრძალულია. ან მოაცილებენ, ან სხვა გუნდში მოუწევს გადასვლა.

აი, ინტერის განცხადებაც:

„ერიქსენი გამოჯანმრთელების პროგრამას მიჰყვება, ის კოპენჰაგენში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება. ბუნებრივია, ინტერის სამედიცინო პერსონალი მთელი ამ პროცესის განმავლობაში საქმის კურსში იქნება“.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *