სამშაბათ დილით, ნორვეგიელი სუპერ-შემტევი ერლინგ ჰოლანდი კერძო თვითმფრინავით ბარსელონადან მანჩესტერში ჩაფრინდა. კატალონიის დედაქალაქში მან დასკვნითი სამედიცინო შემოწმება გაიარა.
ჰოლანდს ბრენდული მოდური სამოსი ეცვა და ის მაშინვე შეადარეს ახალ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას. ამ უკანასკნელს ხომ ძალიან უყვარს მოდური ზიზილ-პიპილოები.
ერლინგს აეროპორტში საგანგებო ტაქსი დაახვედრეს, ცოტა ქალაქშიც გაასეირნეს და ახალ პარტნიორებთან გასაცნობად წაიყავანეს.
ჰოლანდმა წლეულს 10 მაისს, მანჩესტერ სიტისთან მოწერა კონტრაქტს ხელი. ქალაქელებს დორტმუნდიდან მისი გადაბირება 60 მილიონი ევრო დაუჯდათ.