ერლინგ ჰოლანდი: 175 მილიონი? ერთი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია

ბოლო დროს ერლინგ ჰოლანდზე არაერთი სატრანსფერო ცნობა გავრცელდა. ბრიტანულ პრესაში დაიწერა, რომ ჩელსი მზად არის მის სანაცვლოდ 175 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამ თემაზე თავად ჰოლანდმა ისაუბრა.

“გუშინდელ დღემდე ჩემს აგენტთან 1 თვე არ მქონდა ნასაუბრები. 175 მილიონი? იმედია ეს სიცრუეა, ამხელა თანხა ერთი ფეხბურთელისთვის ძალიან ბევრია. მე მიყვარს დორტმუნდის ბორუსია და თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ტიტულების მოგებაც მსურს. თასები ძალიან მჭირდება.”-განაცხადა ნორვეგიელმა.

ჰოლანდს ბრწყინვალე სეზონი გამოუვიდა. გასულ სეზონში დორტმუნდის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, ამდენივე გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *